მარტვილის მუნიციპალიტეტი „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ აქციას შეუერთდა

18 სექტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) დაიწყო და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. კამპანიის ფარგლებში შექმნილია მსოფლიო გარემოსდაცვითი რუკა, რომელზეც დატანილია დასუფთავების აქციებში მონაწილე ქვეყნები. მათ შორისაა, საქართველო, რომელიც აღნიშნულ რუკაზე დატანილი იქნა 2010 წელს (რიგით 121-ე ქვეყანა), როგორც მსოფლიო დასუფთავების კამპანიაში მონაწილე ქვეყანა. შესაბამისად, 2010 წლიდან საქართველოში, მსოფლიო კამპანიის პარალელურად ტარდება „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია.
დასუფთავების აქციას მარტვილის მუნიციპალიტეტის 20 სექტემბერს შეუერთდა.  აქციაში მონაწილეობდნენ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მსგავს აქციებში მარტვილი სისტემატურად მონაწილეობს და მომავალშიც გააგრძელებს.
აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. შეგროვილი ნარჩენების გატანა, მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content