ჭყონდიდლობა 2015

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ჭყონდიდის ეპარქიის მხარდაჭერით მარტვილში ჭყონდიდლობის დღესასწაული გრანდიოზულად აღინიშნა.  საერო საეკლესიო დღესასწაული ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს აღინიშნება. ე მარტვილელებათან ერთად ამ დღეს ზეიმობდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა სტუმრები.
2015 წლის 25 სექტემბერს მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა). ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი. ქალაქის ცენტრში  გაიმართა სხვადასხვა  კულტურული ღონისძიებები: ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო. გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში  გიორგი გაწერელიასა და გიორგი სურმავას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა წარმატებით გაიმართა, საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა პოეზიის დღე ,,მარტვილელი პოეტები-მარტვილს“,  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა  გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა, ასევე ჩატარდა სპორტული ღონისძიებები: შეჯიბრება ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ტანვარჯიშში, კრივში, ტაიკვანდოსა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში.  მდინარე ტეხურაზე მოეწყო სლალომი და ჩატარდა ტურნირი, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი ჯომარდელები. დღის ბოლოს ჩატარდა გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები:  ბექა ბროლაძე, თიკა ჯამბურია, ელენე ფოჩხუა, თიკა მახალდიანი, ირინა ბაირამაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი ,,შავლეგო“; მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ მარტვილის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა  მარტვილელებს: მოძღვარს მამა გოჩას, ალექსანდრე ხურცილავას, მარინე კიკალიშვილს, ელგუჯა ბერიშვილს, ელგუჯა ხარებავას და  მათ გადასცეს სპეციალური სიგელები. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილში იმყოფებოდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის მოადგილეები-კახა რუსია, კობა ქანთარია, სხვა ოფიციალური და ცნობილი ადამიანები.
საზეიმო დღესასწაული გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content