საკრებულოს მორიგი სხდომა

17მაისს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, გაიმართა მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, გამგეობის თანამშრომლები, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე, მისი მოადგილე გელა ხოშტარია და სხვა დაინტერესებული პირები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი -ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ფინანსური ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
/მომხსენებელი -ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/თანამომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი/
3.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშის (პირველი კვარტალი) მოსმენა და შეფასება;
/მომხსენებელი -ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/თანამომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი/
4. სხვადასხვა.
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები. სხდომის დასრულების შემდეგ, ახალ ადმინისტრაციულ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content