სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

30 მაისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ რამაზ ხურცილავამ კომისიის სხდომა გამართა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შპს ,,მაგთიკომი“-სთვის სარგებლობის უფლებით უძრავი ქონების პირობით გაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი–რამაზ ხურცილავა, კომისიის თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი–რამაზ ხურცილავა, კომისიის თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი–რამაზ ხურცილავა, კომისიის თავმჯდომარე/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი–რამაზ ხურცილავა, კომისიის თავმჯდომარე/
5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი–რამაზ ხურცილავა, კომისიის თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content