მარტვილში ორი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილის N 1 და დოშაყეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ახალგარემონტებულ სკოლებში განაახლეს.
ახლადრეაბილიტირებული სკოლები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან პაშა გულორდავასთან ერთად დაათვალიერა. სასწავლო პროცესს გაეცნო და მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალ გარემოში სწავლის განახლება მიულოცა.
სკოლების რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
სკოლებს რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
ძველ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. დღეიდან ბავშვები სწავლას კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში სალხინოს და ლედგებეს სკოლების რეაბილიტაცია დასრულებულია, სადაც სასწავლო პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში უკვე მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ნაგვაზაოს და კიწიის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დასრულდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content