11 თებერვლის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი

11 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა გაუძღვება.

გაგაცნობთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს:

  1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №12  დადგენილებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პირის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ანგარიში;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებიდან, მდებარე მუნიციპალიტეტი მარტვილი თავისუფლების ქ N 10 ს.კ: 41.09.04.094.01.508 არასაცხოვრებელი ფართის: 219.68 კვ.მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. მარტვილის საგანმანათლებლო „რესურსცენტრი“-სთვის უსასყიდლო უზუფრუქტის წესით ( არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ( სასოფლო სამეურნეო( სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს.კ: 41.09.34.395 მდებარე ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნ. გეგიას ქუჩის მიმდებარედ, ფართობი 7456კვ.მ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content