12 ივლისის საკრებულოს მორიგი სხდომა

12 ივლისს,  12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა ხელმძღვანელობდა.

სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური       განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

  1. ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, მშვიდობის ქ №2-ში მდებარე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ს.კ 41.09.37.261.01.502 (ქ. მარტვილის №2 საბავშვო ბაღის მიერ დაკავებული 806.90 კვ.მ ფართი) მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისთვის ს.ნ: 235447628 უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური       განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

  1. ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, მშვიდობის ქ №2-ში მდებარე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ს.კ 41.09.37.261.01.501 (ა.ა.ი.პ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაკავებული 372.90 კვ.მ ფართი) უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) ა.ა.ი.პ მარტვილის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის  გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური       განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებიდან (მდებარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქ. №10  ს/კ: 41.09.37.115.01.504)   მესამე სართულზე არსებული 17.5 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (ერთი ოთახი) ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის  ,,კეთილმოწყობის ცენტრი”-სთვის არსებობის ვადით,  უზუფრუქტის წესით გადაცემის თაობაზე  მერისთვის თანხმობის მიცების შესახებ;

/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური       განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ. ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ 41.13.32.257 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1328 კვ.მ. და 452 კვ.მ. ნაკვეთების იჯარის  ქირის  საწყისი წლიური  საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს  დასკვნით  წარმოდგენილი  თანხის (9600 ლარი)   განსაზღვრაზე   მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური       განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content