15 მარტის საკრებულოს მორიგი სხდომა

15 მარტს, 13:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.

სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სპეც. ტექნიკა  ROLBA KA 1500 ნაგავშემკრები,  საწყისი საპრივატიზებო საფასურის (12000 ლარი)) 90%-ით შემცირების შესახებ;

/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური       განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

  1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ:41.15.41.276 ნაკვეთზე განთავსებული №02/2 ნაგებობიდან, პირველ სართულზე 39.63 კვ.მ. და მეორე სართულზე არსებული 59.59 კვ.მ. (სულ – 99.22 კვ.მ) ფართის და სოფელ ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ: 41.04.35.565 ნაკვეთზე განთავსებული №01/2 ნაგებობიდან, პირველ სართულზე განთავსებული 95.25  კვ.მ. ფართის, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით)  შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის № 02 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური       განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული  ამორტიზებული  ან  გამოუყენებელი  ძირითადი   აქტივების   ჩამოწერისა   და  მის   შედეგად   მიღებული   ქონების   განკარგვის წესის შესახებ;

/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური       განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცებისა და შეფასების თაობაზე;

/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/

  1. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის  №654  დადგენილების შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოების მოწონების თაობაზე;

/მომხსენებელი – ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/

  1. ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი”-სთვის ს.ნ.: 404497790 ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მოსაწყობად და მისი შემდგომი ფუნქციონირების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 178 (ას სამოცდათვრამეტი) ერთეული გარე განათების ბოძების უსასყიდლოდ, განუსაზღვრელი ვადით გამოყენებასთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

/მომხსენებელი – ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content