14-15 მარტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მოადგილეები, სამსახურის უფროსები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). ღონისძიების მიზანია მუნიციპალიტეტებს დაეხმაროს გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებაში საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას, კერძოდ, თუ როგორ უნდა განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას და მუნიციპალური სერვისების მიწოდებისას.