წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში ისტორიულია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გთავაზობთ საფეხბურთო მატჩების საერთო-სახალხო ჩვენებას ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე.
ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს.
დაინტერესებულ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ მერიის მიერ გამოყოფილ სივრცეში მოაწყონ კვების სივრცეები, რომლებიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინვენტარით. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ 2024 წლის 13 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ წინადადებები შემდეგ ელ. მისამართზე: martvilismeria@gmail.com