22 აგვისტოს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე;
/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ბალდაში მდებარე კაღუს ჩანჩქერის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ნიშნის მოწყობის შესახებ;
/მომხსენებელი – გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი – გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
6. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 თებერვლის №21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/