მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური მარტვილი“ ტარდება.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების თეატრალურ დასებს, სადაც სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერტად, სპექტაკლებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც მომზადებული იქნება ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების მიხედვით.
ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი უნდა იყოს:
სპექტაკლი (20-დან 40 წუთამდე);
ეტიუდი (5-დან 10 წუთამდე).
სასწავლო დაწესებულებას აქვს სრული თავისუფლება თავად შეარჩიოს პიესა (ნაწარმოები), ინსცენირების ავტორი, „რეჟისორი“ ვინც იმუშავებს მოზარდებთან.
საფესტივალო სპექტაკლების შერჩევისას ყურადღება მიექცევამეტყველებას, სამსხიობო ოსტატობას, სასცენო კოსტიუმებს, მუსიკალურ გაფორმებას, სცენოგრაფიას, დინამიკას და სპექტაკლის ესთეთიკურ ხარისხს.
ფესტივალის დასრულების შემდეგ მონაწილე მოსწავლეებისგან შეირჩევა „მსახიობები“, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახილს დიდ სცენაზე პროფესიონალი რეჟისორის მიერდადგმულ სპექტაკლში, რომლის ბაზაზეც შეიქმნება მარტვილის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
ფესტივალში მონაწილეთა მსურველების განცხადებები მიიღება 2024 წლის 1 დეკემბრამდე ელ ფოსტაზე: artmodernfest@gmail.com
საორგანიზაციო ჯგუფი:
599 05 90 14 გოჩა სხულუხია
577 17 93 25 ზურაბ ჯამბურია