თამაკონის ადმინისტრაციული ერთეული

თამაკონის ადმინისტრაციული ერთეულის ფართობია – 24,9 კვ.კმ;   მდებარეობს  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. (ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: თამაკონი, თარგამეული, პირველი ნამიკოლაო). დღეისათვის თამაკონში ცხოვრობს 735 კომლი, სულთა რაოდენობა შეადგენს 1850-ს.

თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობა წარმოადგენს შემოსავლის ძირითად წყაროს. მიუხედავად იმისა, რომ აგროსექტორი მოსახლეობისათვის წარმოადგენს შიდა მოხმარების დარგს, მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დარგის განვითარების მასშტაბების გაძლიერების და წარმოების მოცულობის გაზრდას. თამაკონში და კერძოდ თარგამეულის უბანში ვაზის კულტურას, მის მყნობას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს, აქ მოჰყავთ თეთრი და წითელი ყურძნის ჯიშები. თამაკონი ოჯალეშის წარმოშობის ერთ-ერთ მიკროზონას წარმოადგენს. მდინარე ტეხური განსაკუთრებულ კლიმატს ქმნის, რის გამოც ოჯალეში აქ განსაკუთრებულ ღირებულებას ავლენს.

 

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content