მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსურლებელმა ალექსანდრე ხურცილავამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთან ნუგზარ ცანავასთან ერთად, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლეციცხვაიეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. პროექტის ღირებულება 340 146 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ალფა-8“ ასრულებს. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
დასრულების ეტაპზე ასევე საბავშვო ბაღის მშენებლობა ხუნწის ცენტრში, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 300 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულება 457 724 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ასრულებს. ხუნწში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.