21 ივლისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

დღეს 13:00 საათზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
🔽სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:
🔹1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 ივლისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔹2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔹3. სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლისთვის დეკანოზ ანტონ კეკელიას სახელის მინიჭებაზე თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔹4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 მარტის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔹5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔹6. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔹7. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდისა და შტამპის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ბეჭდებისა და სატიტულო ფურცლების, მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 04 დეკემბრის №98 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔹8. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდების, სატიტულო ფურცლების და სამართლებრივი აქტების ბლანკის ნიმუშების დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 დეკემბრის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
☑ აღნიშნულ საკითხებზე მიღებულიქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content