მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სასწავლო სემინარი გაიმართა თემაზე – დასაქმებულთა შრომითი უფლებები.
სემინარს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და მერიის საჯარო მოხელეები დაესწრნენ.
სემინარი საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების პროფკავშირების „სოლიდარობის ფონდის“ ხელშეწყობით ჩატარდა.