30 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის
ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მართვის საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. .„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
(მომხსენებელი- ზურაბ მელიავა საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
2..მარტვილის მუნიციპალიტეტში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ს.კ: 41.09.39.223 მიწის ნაკვეთის (ფართობი 6 კვ.მ) ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის ( 1900 ლარი ) 5% ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
(მომხსენებელი- ლაშა ქობალია, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის
ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)