25 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა ხელმძღვანელობდა.
ბიურომ დაამტკიცა დღის წესრგით გათვალისწინებული ის საკითხები, რომელიც 25 ნოემბერს, 12:30 საათზე, გასამართ საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა განსახილველად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 თებერვლის №20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 07 ოქტომბრის №64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/