მარტვილელთა წარმატება “მასტერ ლიგა”-ზე

ქალაქ თბილისში, მასტერ ლიგის სტადიონზე, 15-წლამდე გოგონათა შორის საფეხბურთო ჩემპიონატის „გოგონათა მასტერ ლიგის“ ნახევარფინალური და ფინალური მატჩები გაიმართა, რომელიც 6 აგვისტოს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 34 გუნდს აერთიანებდა.
ნახევრფინალში მარტვილის საფეხბურთო სკოლის გოგონათა გუნდი დაუპირისპირდა ოზურგეთის გოგონათა გუნდს და 4-0 დაამარცხა.
ფინალში ერთმანეთს მარტვილის და ადიგენის გოგონათა გუნდები შეხვდნენ. თამაშის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. ხოლო პენალტების სერიაში 10/10 ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ 7-8 ადიგენის გუნდმა გაიმარჯვა. 2022 წელს საქართველოში „გოგონათა მასტერ ლიგაში” მარტვილის გუნდმა II-ადგილი დაიკავა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად მარტვილის საფეხბურთო სკოლის ფეხბურთელი ლიზი ცაავა დასახელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მარტვილის საფეხბურთო სკოლის გოგონათა გუნდს მიღწეულ წარმატებას.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content