მარტვილში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. მარტვილი, 2023 წელს, ახალი ილუმინაციებითა და მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით შეხვდება.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ნაძვის ხე ეწყობა. „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტირებულ ცენტრალური ქუჩაზე და სკვერში საახალწლო აქსესუარებისა და კონსტრუქციების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად გაეცნო.
ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 23 დეკემბერს 18:00 საათზე გაიმართება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content