26 დეკემბრის მორიგი სხდომა

🆕 2⃣6⃣ დეკემბერს,1⃣3⃣:0⃣0⃣ სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდნენ: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/ ბონდო თოფურია, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი ქეთევან ბაჩილავა,შრომის,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,ვეტერანთა და იძულებით გადადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი როლანდ წულაია და ასევე დაინტერესებული პირები.

📌სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

🔵1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔵2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-თორნიკე ჯანაშია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/ /თანამომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
🔵3. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-როლანდ წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი/
🔵4. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-თორნიკე ჯანაშია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
🔵5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ; /მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔵6. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔵7. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი-თორნიკე ჯანაშია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
🔵8. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔵9. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 თებერვლის №21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔵10. მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების თაობაზე. /მომხსენებელი-თორნიკე ჯანაშია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/

სხდომაზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები.

 

სხდომის ფოტოები

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content