14-21 აგვისტოს ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი ჭადრაკში ,,შავი ზღვის დელფინი “-2023.
ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდა, მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჯოჯუა (მწვრთნელი მამუკა სულავა), სადაც მან პირველი ადგილი (ოქროს მედალი) მოიპოვა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ პირადად მიულოცა წარმატება გამარჯვებულს.
მერმა ნიკოლოზ ჯოჯუასა და მის პედაგოგ მამუკა სულავას სიმბოლური პრიზები გადასცა.