I, II, III და IV კლასის შენობა-ნაგეგბობების მშენებლობის შემთხვევაში დაინტერესბული პირი განცხადებით მიმართავს მერიას.
I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის შეტყობინებას, რის საფუძველზეც გაიცემა წერილობითი თანხმობა. პირველ კლასის მშენებლობაზე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. კანონის თანახმად მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან 1 წელი. განმცხადებელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. პირველი კლასის მშენებლობაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1. არქიტექტურული ესკიზი ან/და პროექტი 3 ეგზემპლარად, ელ. ვერსიით. 2. პირადობის მოწმობის ასლი.
II, III და IV კლასი მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გაცემას მერის ბრძანების სახით. სანებართვო მოსაკრებელი დადგენილია საკრებულოს დადგენილებით. მშენებლობის განხორციელების ვადა განისაზღვრება ორგანიზების პროექტით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკით, რომელიც ასახულია სანებართვო მოწმობაში. მე -2, მე-3 და მე-4 კლასის შენობის მშენებლობაზე სანებართვო განაცხადი უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ;
ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან ინფორმაციას განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ;
გ) წინასაპროექტო კვლევის შედეგებს;
დ) არქიტექტურულ პროექტს;
ე) მშენებლობის ორგანიზების პროექტს;
ვ) წინასწარ გადაწყვეტილებას (არსებობის შემთხვევაში);
ზ) საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, კონსტრუქციულ სქემას/პროექტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიურ სქემას/პროექტს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − არქიტექტურული პროექტის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიური სქემის/პროექტის თაობაზე აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას;
ი) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
კ) საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს.
თუ მშენებლობა დაგეგმილია სხვა პირის კერძო საკუთრებაში ან საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე, მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი მესაკუთრის/თანამესაკუთრის თანხმობა.
პირველი კლასის ნებართვაზე განხილვის ვადა 5 სამუშაო დღე, დანაჩენ შემთხვევაში 10 სამუშაო დღე, თუ სხვა ორგანიზაცია/დაწესებულება არ არის ჩასართავი.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი