სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს:
- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი,
- მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები,
- მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები,
- სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები,
- ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
(რეგულირდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 86 პრიმა მუხლით)
მარტვილის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.