მუნიციპალიტეტის ძირითადი მონაცემები

ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი მარტვილი

ფართობი – 880,6 კმ2
კლიმატი – ნოტიო სუბტროპიკული
ქალაქი – 1
სოფელი – 20
მანძილი თბილისამდე – 279 კმ
მანძილი ზუგდიდამდე – 80 კმ
უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი – 70 კმ
უახლოესი რკინიგზის სადგური – ქ. აბაშა
უახლოესი აეროპორტი-ქუთაისი, კოპიტნარი – 40 კმ
ქალაქის მოსახლეობა – 6696
სოფლის მოსახლეობა – 40637
მოსახლეობა  – 47333 კაცი

მათ შორის:
ქალი – 24915
კაცი – 22418

მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა:
1) ქართველი – 99,5 %
2) რუსი – 0,3 %
3) აფხაზები – 0,1%

4) სხვა დანარჩენი – 0,1 %

წყლის ძირითადი არტერიები:
1). მდ. აბაშა, მდ. ინჩხია, მდ. ტეხურა
2). მიწისქვეშა წყლები, არტეზიული ჭები

მუზეუმები:
გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ქ. მარტვილი.

სოფლის მეურნეობა:
მარტვილის მუნიციპალიტეტში სოლის მეურნეობის ძირითადი დარგების მემარცხვლეობა და მეცხოველეობა.  სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 37613 ჰექტარს, მათ შორის 11254 ჰა სახნავი მიწებია, 12137 ჰა საძოვარი,  მრავალწლიანი ნარგავები 4995 ჰა.
მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ: სიმინდს, სოიოსა და ლობიოს.  მრავალწლიანი ნარგავებიდან – თხილსა სუბტროპიკულ ხურმას. არსებობს დიდი რესურსი ჩაისა და ხილის წარმოებისათვის.
მარტვილის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი საშენი მასალებით, კირქვით.

საავტომობილო გზების სიგრძე:
სახელმწიფო მნიშვნელობის გზა: 124.6კმ
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა: 248კმ

საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს  კურორტი „ლებარდე“ . იგი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე. გამოირჩევა სხვადასხვა დასახელების მინერალური და მჟავე წყლებით. კურორტს ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია: საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკური დაავადებანი. საკურორტო სეზონი ივნისი-ოქტომბერი. ინფრასტრუქტურა მოსაწყობი.

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content