18 მაისი იქცა დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინა.
ეროვნული სამოსის დღეს მარტვილიც შეუერთდა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მარტვილელმა ახალგაზრდებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს.