„ერთად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის“

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით, ღონისძიება „ერთად, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის!“ გაიმართა.
ღონისძიებაზე მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. მადლობის სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის სკოლები. მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მუსიკალური, მხატვრული და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგენენ.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content