მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მარტვილელი პოეტის თამარ სხულუხიას ლექსების კრებულის “მზის ბილიკებზე გადაკარგული სამი ვარდი” პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე პოეტ თამარ სხულუხიას შემოქმედებიდან სხვადასხვა ლექსი წაიკითხეს.
ასევე შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები.
პრეზენტაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია დაესწრნენ.