მარტვილის მუნიციპალური ანსამბლის სოლო კონცერტი 2025

29 ივლისს, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური ანსამბლის „მარტვილის“  სოლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე,  სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლი „მარტვილი“  ძველი და ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური  ნომრებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.

სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლი „მარტვილი“ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით 2022 წელს შეიქმნა და მას შემდეგ არაერთი ლამაზი საღამო აჩუქა ადგილობრივ მაყურებელს. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა ბართია, ბენდის ხელმძღვანელი ალეკო შენგელია, ქორეოგრაფები- ლევან წოწონავა და თეა მიქიაშვილი.

 

კონცერტს მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილობრივი მოსახლეობასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content