მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება. შეხვედრები გაიმართა ნაგვაზაოს, ვედიდკარის და გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.
შეხვედრას ვევდიკარის ადმინისტრაციულ ერთეულში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერის პირველი მოადგილე ერეკლე ზარანდია, მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი უყარეს და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტული პროექტები გამოვლინდა.
ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების, სპორტული მოედნების, ხიდ-ბოგირების მოწყობა დაასახელეს.
2026 წელს მარტვილი მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content