21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის სოფელ დიდი ჭყონის კულტურის სახლში კულტურული ღონისძიება გაიმართა.
21 მარტი – 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება მათ შორის საქართველოში.
მარტვილის მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიება სიმბოლურად 3 საათსა და 21 წუთზე დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას სოფელ დიდი ჭყონისა და მარტვილის კულტურის სახლების შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრების რანგში მყოფი „მზის შვილები“ დაესწრნენ.