2021 წლის 7 ივნისს 14:00 საათზე, გაიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ივნისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის გაყოფისა და ახალი დასახლების ,,მამულის“ შექმნის თაობაზე” განკარგულების პროექტის მერისთვის დაბრუნების თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილე/
3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის მერისთვის დაბრუნების თაობაზე. /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილე/
აღნიშნულ საკითხებზე მიღებულიქნა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.