25 აგვისტოს, 13:00 სთ–ზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია
დღის წესრიგი:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.