რიგგარეშე სხდომა

  24 დეკემბერს 16:00 სთ-ზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა,სხდომას საკრებულოს აპარატის თანამშრომლები,დავით სურმავა-მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ
.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშის მოსმენა და შეფასება; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

6.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სამსახურებისთვის 2019 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ყოველთვიური ლიმიტების განაწილების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

მიღებულ იქნა განკარგულებები და დადგენილებები

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content