17 იანვარს , 16:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა, დეპუტატებმა თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
სხდომას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით სურმავა, აპარატის თანამშრომლები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-დავით სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
3. ,,,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-დავით სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სამსახურებისთვის 2019 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ყოველთვიური ლიმიტების განაწილების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-დავით სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
სხდომაზე მიიღეს შესაბამისი განკარგულება და დადგენილებები.