საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

19 აგვისტოს, 12:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-სთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხსენებელი-ცოტნე კაკულია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის მ/შ/
3. საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდების, სატიტულო ფურცლების და სამართლებრივი აქტების ბლანკის ნიმუშების დამტკიცების თაობაზე” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 დეკემბრის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციერის სატიტულო ფურცლების და საკრებულოს აპარატის შტამპის ნიმუშების დამტკიცების შესახებ”მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №100 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომამ აღნიშნულ საკითხებზე მიიღო შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content