🆕2019 წლის 27 დეკემბერს 12 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები,ადგილობრივი მედია და დაინტერესებული პირები.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
7. სხვადასხვა
მიღბულიქნა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.