26 ნოემბერს, 14:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მერიის სამსახურის უფროსები და მედიის წარმომადგენლები.
საკრებულომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიროს 2021 წლის 19 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 41.09.32.888) აშენებული N2 ნაგებობის (შიდა სასარგებლო ფართის 184 კვ.მ) ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის (200300 ლარი) 10% ოდენობით განსაზღვრაზე და ზემოაღნიშნული ქონების (184 კვ.მდან გარკვეული ფართების) პირდაპირი განკარგვის წესით, ორი წლის ვადით , სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, გარკვეული მოქალაქეებისთვის გადაცემაზე თანხმობის მიეცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობის ცენტრის“-თვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის №42 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“-თვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის №43 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 მარტის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (მდებარე მუნიციპალიტეტი მარტვილი სოფ. აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში ს/კ: 41.05.31.002) აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილიოს მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 18 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
საკრებულომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღო შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები.