ნაძვის ხის საზეიმო ანთება

მარტვილის ნაძვის ხე🎄24 დეკემბერს, მარტვილში, ახალი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა.
✅ღონისძიებაზე მოსულ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
🎄საზეიმო ცერემონიალის მონაწილეები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე რამოდენიმე პროგრამით წარსდგნენ.
🎄ღონისძიებაზე სამეჯლისო ჯგუფის მიერ შესრულდა ფლეშმობი. თავიანთი ნომრით გამოვიდნენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელი დაწესებულებათა ცენტრის საბავშვო ბაგა-ბაღის ბავშვები. შემდეგ კი პატარებს თოვლის ბაბუამ მიმართა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
🎇ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content