8 თებერვალს საკრებულოს სხდომათა დარბაზსში, საკრებულოს კომისიის სხდომები გაიმართება.
გაგაცნობთ მათი ჩატარების განრიგს და დღის წესრიგს:
1.სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომის დაწყების დრო 12:00 სთ.
საკითხი- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი- ელიზბარ ახვლედიანი, კომისიის თავმჯდომარე/
2.საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომის დაწყების დრო 13:00 სთ. საკითხი- „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ზურაბ მელიავა, კომისიის თავმჯდომარე/
3.ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის სხდომის დაწყების დრო 14:00 სთ. საკითხი- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-შალვა ბახია, კომისიის თავმჯდომარე/