ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას

მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროება აქტიურად მიმდინარეობს.

აქციაში ჩართულია როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სკოლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ, მათ შორის, საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელებს, ჰიგიენურ ნივთებს და სხვა.

დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა და მერი თორნიკე ჯანაშია იმ დაწესებულებას ესტუმრნენ სადაც ჰუმანიტარული დახმარების შესაგროვებელი პუნქტია გახსნილი, ისინი ადგილზე გაეცნენ პუნქტის მუშაობას და სხვადასხვა რეკომენდაციები გასცეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები მადლობას უხდიან ადგილობრივ მოსახლეობას,  უკრაინის ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში მონაწილეობის გამო და ყველას მოუწოდებენ აქტიურად ჩაერთონ ამ კეთილ საქმეში.

☎️ აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ:
📞 მარტვილის მერია – 591007870

პუნქტი გახსნილი იქნება შემდეგ მისამართზე:
📍 მარტვილი – კულტურის სახლი – მის: თავისუფლების ქ.N7
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content