“მე და ევროპა”

მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ფილმის ჩვენება გაიმართა.
ფილმი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, რეჟისორ გიორგი ქველიძესთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა, 2022 წლის ევროპის დღისთვის. მისი სახელწოდებაა “მე და ევროპა” და ის საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის 4 სამიზნე რეგიონში კახეთში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმშია გადაღებული და ოთხი ამბისგან შედგება.
ფილმი მოგვითხრობს მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, იმ ღირებულებებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირისთვის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოსთვის.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი მარინე თოფურია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაკა გულორდავა და მარტვილის საჯარო სკოლის უფროსკლასელები, რომელთაც მაღალი მომზადების დონე და ერუდიცია გამოავლინეს. საუბარი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეთა მხრიდან იყო დიდი დაინტერესება ევროპულ იდეებთან და ღირებულებებთან დაკავშირებით.
ჩვენების შემდეგ შეხვედრა გაიმართა მწერალ დათო ტურაშვილთან, რომელმაც ისაუბრა თემაზე “ევროპული იდეები ქართულ ლიტერატურაში”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content