
10 მარტს, 13:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ჯგერენაია უძღვებოდა.

სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.
/მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

2. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2022 წლის შესრულებული სამუშაოების ანგარიშის შესახებ.
/მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2022 წლის ანგარიშის შესახებ.
/მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.
/მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: