მარტვილის მერიაში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანი – ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა. საბჭოს მიზანი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა.
ახალგაზრდული საბჭო 45 წევრისგან შედგება. წევრების არჩევა, ახალგაზრდების მიერ შევსებული აპლიკაციების და ღია გასაუბრების საფუძველზე შესაბამისი კომისიის მიერ მოხდა.
ახალგაზრდებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია შეხვდა. მისი თქმით ახლადშექმნილი ახალგაზრდული საბჭო ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე იქნება მორგებული. ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარედ ლუკა კვესელავა აირჩიეს. არჩევნების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდული საბჭოს მხარდამჭერები.
ახალგაზრდული საბჭოს შემდეგ სხდომაზე ახალგაზრდული საბჭოს წევრები საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს და ბიუროს შემადგენლობას აირჩევენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრობის კანდიდატების მომზადებისა და არჩევის პროცედურებში ჩართულია „მშვიდობისა და განვითარების აკადემია“, დირექტორი მაკა სართანია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content