9 აპრილი

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.
მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ალექსანდრე ხურცილავამ და აკაკი ხუნწელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს მემორიალი და აზა ადამიას საფლავი.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. დაღუპულთა შორის იყო მარტვილელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი 22 წლის აზა ადამია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content