9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს მარტვილში, 32 წლის წინ მიტინგის დაშლის დროს გარდაცვლილი 21 ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ,აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან ალექსანდრე მოწერელიასთან და აგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და აზა ადამიას ბიუსტები.