14 აპრილი დედა ენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 47 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინტელექტუალური შემოქმედებით წრის ხელმძღვანელის მადლენა კვესელავას და მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მოსწავლე – ახალგაზრობასთან კოორდინაციის მენეჯერ ოთარ დანელიას ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებს შორის მხატვრული ნაწარმოების შექმნაში კონკურსი გაიმართა. მხატვრული ნაწარმოების შექმნაში გამარჯვებულების ნაშრომები ადგილობრივ გაზეთში „მარტვილი“ გამოქვეყნდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში, მუზეუმის გიორგი ჭყონდიდელის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით მოსწავლეები ერთმანეთს საუკეთესო კალიგრაფიის წარმოჩენაში შეეჯიბრნენ. საუკეთესო კალიგრაფის სამი ავტორი დიპლომებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცა.