მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, თორნიკე ჯანაშია დღეიდან, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

თორნიკე ჯანაშია, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მერიას დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების დირექტორებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე თორნიკე ჯანაშიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე ჯანაშიას საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს. მერად არჩევამდე, ის მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო.

 

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content