შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და მერიის სესაბამისის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამა განიხილეს. ვენახების კადასტრი იქმნება ვენახის თითოეული ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.
2023 წელს, პროგრამა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდება, რითაც სრულად მოიცავს საქართველოს მევენახეობის რეგიონებს.
ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. ვენახების კადასტრი აქვს ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content