7-15 ოქტომბერი, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“.
12 ოქტომბერი – მარტვილი
ღონისძიების ადგილი: გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
საფესტივალო პროგრამის დასაწყისი: 17:00
17:00–21:00 ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა.
17:00–21:00 ყველისა და თაფლის დეგუსტაცია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
17:00–21:00 კვების სივრვცე: ქართული კერძები.
17:00–21:00 საგამოფენო სივრცე „ქართული ღვინო“.
17:00–19:00 ქართული თიხის ძერწვა, მეთუნეობა (თიხის ამოყვანა).
17:00–19:00 ქსოვილზე ქართული ორნამენტების ბეჭდვა.
17:00–19:00 შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის.
17:00–19:00 გიგანტი მარიონეტი „მაღალი აბელას“ და მუსიკალური ორკესტრის მსვლელობა.
17:00–18:00 ქალაქური სიმღერები – მუსიკალური ტრიო.
18:00–19:00 საფორტეპიანო შესრულება – ქართული მელოდიები.
19:00–21:00 კონცერტი: ნატო გელაშვილი და ძმები ჭოხონელიძეები, მირზა მოდებაძე, ზუკა ხუციშვილის ბენდი.
შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.